Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი - განსაკუთრებული ამინდი ”ახალი ნორმაა”


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი აცხადებს, რომ განსაკუთრებული ამინდი ”ახალი ნორმაა” და დროა მთავრობებმა იმოქმედონ ახალი საფრთხეებისთვის მოსამზადებლად. გენერალურმა მდივანმა მონაწილეობა მიიღო კატარში გამართულ შეხვედრაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ცდილობენ შეთანხმდნენ ახალ ხელშეკრულებაზე ”სათბური გაზების” ემისიის შემცირებაზე. სამშაბათს შეხვედრის მონაწილეებს ბან კი-მუნმა განუცხადა, რომ არქტიკის ზღვაში მიმდინარე დნობის რეკორდული მაჩვენებელი, ”სუპერქარიშხლები” და ზღვების დონის აწევა - ეს ყველაფერი კრიზისის მანიშნებელია. მან განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილება ყველგან შეინიშნება და მისგან დაცული არავინ არის. დოჰას მოლაპარაკებები ”კიოტოს პროტოკოლის” გაფართოებაზე პარასკევს უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG