Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტის სასახლესთან ტანკები დგას


თვითმხილველების ცნობით, კაიროში, ეგვიპტის პრეზიდენტის სასახლესთან ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები განათავსეს პრეზიდენტის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის წუხანდელი შეტაკებების შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტის სასახლესთან დაპირისპირების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 350-მდე ადამიანი. პრეზიდენტ მუჰამად მურსის მოწინააღმდეგეები აპროტესტებენ გასულ თვეში მიღებულ დეკრეტს, რომელიც თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს პრეზიდენტს. აპროტესტებენ აგრეთვე ახალი კონსტიტუციის პროექტს, რომელიც საკონსტიტუციო ასამბლეამ დაამტკიცა შესაბამისი საჯარო კონსულტაციების გარეშე. ეგვიპტეში 15 დეკემბერს უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის პროექტზე.
XS
SM
MD
LG