Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის დედაქალაქთან არმიასა და მეამბოხეებს შორის ბრძოლები გრძელდება


სირიელი, ეგრეთწოდებული, აქტივისტები იუწყებიან, რომ დედაქალაქ დამასკის მახლობლად, მეამბოხეები და არმია ბრძოლას განაგრძობენ. ცნობით, არმიამ დაბომბა მეამბოხეთა რაზმების პოლზიციები დამასკის სამხრეთსა და ჩრდილ-აღმოსავლეთში. პარასკევს მეამბოხეებმა დამასკის საერთაშორისო აეროპორტი გამოაცხადეს „კანონიერ სამიზნედ“, რათა რეჟიმს მომარაგების საშუალება წაართვან. გასულ კვირაში აეროპორტში სროლის გამო კომერციული ფრენები არ შესრულებულა. სირიის ოფიციალური წარმომადგენლები საპირისპიროს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG