ეგვიპტეში, სადაც გუშინ გაიმართა ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის პირველი ეტაპი, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 56,5%-მა მხარი დაუჭირა მას. ამის შესახებ როიტერსს შეატყობინა პრეზიდენტ მუჰამედ მურსის მხარდამჭერი თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიიდან. კენჭისყრაში მონაწილეობა მაღალი იყო, რის გამოც ეგვიპტის ხელისუფლებას კენჭისყრის პროცესის გახანგრძლივება დასჭირდა. რეფერენდუმის პირველი ეტაპი გაიმართა კაიროში, ალექსანდრიასა და კიდევ რვა პროვინციაში. ეგვიპტის სხვა რეგიონებში კენჭისყრა შაბათს გაიმართება. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები კენჭისყრის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
ყველაზე პოპულარული
1