Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაჰიმი გამოდის სირიაში სამშვიდობო გეგმის განხორციელებისაკენ მოწოდებით


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი გამოდის მოწოდებით, მოწონებულ იქნეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სირიაში 21 თვის წინ დაწყებული კონფლიქტისათვის ბოლოს მოღებას. „ვითარება სირიაში ძალიან ცუდია - ძალიან, ძალიან ცუდი. და განხეთქილება სულ უფრო იზრდება“, განაცხადა ბრაჰიმიმ კაიროში, არაბთა ლიგის გენერალურ მდივანთან, ნაბილ ელარაბისთან შეხვედრის შემდეგ. ბრაჰიმის განმარტებით, გეგმა, რომლის განხორციელებასაც ის აუცილებლად მიიჩნევს, ეფუძნება ჟენევაში წელს ივნისში შეთანხმებულ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც არ განხორციელებულა. ინიციატივის მიხედვით, სირიაში უნდა გამოცხადდეს ზავი და შეიქმნას ახალი მთავრობა. მაგრამ ის გარემოება, რომ განმარტებული არ არის, რა ბედი ელის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, უკმაყოფილებას იწვევს სირიელ ოპოზიციონერებში. რუსეთი აცხადებს, რომ ვერ ხედავს სირიის პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG