Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელების მოლოდინი და იმედები


2013 წელს საპარლამენტო დედაქალაქი მთავარი ნაძვის ხის გარეშე შეხვდა. აუცილებელი საახალწლო ატრიბუტისთვის გამოცხადებული ტენდერი გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შეწყდა და, როგორც მერიაში განმარტავენ, ნაძვის ხისთვის გამოყოფილი 100 ათასი ლარი ქალაქის საბავშვო ბაღების, სპორტული სკოლების გაერთიანებისა და ლადო მესხიშვილი სახელობის დრამატული თეატრის თანამშრომლების საახალწლო პრემიებზე გადანაწილდა.
საპარლამენტო დედაქალაქის ბულვარში ძვირად ღირებული მთავარი ნაძვის ხის ნაცვლად რამდენიმე დღის წინ გირლიანდებით აწყობილი სტილიზებული ნაძვი დამონტაჟდა, ქალაქის ცენტრალური ნაწილი კი ძველი და შეკეთებული აქსესუარებით მოირთო. ქუთაისის საახალწლო იერსახეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსთან შეუსაბამოდ მიიჩნევს მოსახლეობის ნაწილი და ფიქრობს, რომ ეს მათ განწყობაზეც აისახება.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა უმრავლესობა საახალწლო დღეებისა და პოლიტიკური მოვლენების ფონზე საკუთარ მოლოდინსა და იმედებს ქალაქისთვის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნებას უკავშირებს და თვლის, რომ ქუთაისმა გასული წლის მთავარი მონაპოვარი, ქვეყნის მოქმედი საკანონმდებლო ორგანო, აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტები მოსალოდნელი და განვითარებული პოლიტიკური მოვლენების პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ხალხზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს.
XS
SM
MD
LG