Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ზურაბ ადეიშვილზე


საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს - ამის შესახებ სამინისტროში განუცხადეს სააგენტო ინტერპრესნიუსს. კერძოდ, ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უცნობია, იმყოფება თუ არა ზურაბ ადეიშვილი ბელგიაში, ან ითხოვა თუ არა პოლიტიკური თავშესაფარი. ინტერპრესნიუსს განუმარტეს, რომ ოფისი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით უნდა მიმართოს, ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს. თავის მხრივ, ამ უწყებაში სააგენტოს განუცხადეს, რომ მსგავს ინფორმაციას წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გასცემენ. ცნობა იმის შესახებ, რომ ზურაბ ადეიშვილმა ბელგიას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, გასული კვირის ბოლოს გავრცელდა.
XS
SM
MD
LG