Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს


საქართველოში დაბრუნებას აპირებს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის საჯაროდ გავრცელება. ბედუკაძე Facebook-ით მიმართავს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, საქართველოში დაბრუნებისას დააკავონ და საჯაროდ განუმარტონ, თუ რაში ედება ბრალი. ვლადიმერ ბედუკაძე გმირად მიიჩნევს პატიმართა ცემის და წამებისთვის დაკავებულ ბორის ფარულავას და აცხადებს, რომ ამ ბრალდებით ასამართლებენ მათ, ვინც თავი გასწირეს მსჯავრდებულთა გარდაცვალების, ცემის და წამების შესაწყვეტად. ”თუ ბორის ფარულავა დამნაშავეა და საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს, მოვითხოვ, ჩემთან ერთად პასუხისგებაში მიეცენ განსაკუთრებით ის თანამშრომლები, რომლებსაც 2005 წლის შემდგომ უმსახურიათ სასჯელაღსრულების სისტემაში და თუ უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ, დაუმალავთ მაინც პატიმართა ცემის და წამების ფაქტები” - ნათქვამია ვლადიმერ ბედუკაძის მიმართვაში. გლდანის საპატიმროს ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ ფარულავასა და აკობიასთან ერთად მის მიერ ციხიდან გამოტანილ კადრებზე აღბეჭდილი პირები, გარდა მმართველი რგოლის წარმომადგენლებისა, ბრძანებას ასრულებდნენ და მთავარ პროკურორს მოუწოდებს, დროულად გადაწყვიტოს მათი ბრალეულობის საკითხი.
XS
SM
MD
LG