Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ორ აფეთქებას სულ ცოტა შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


სამხრეთ ავღანეთში, პროვინცია ჰელმანდში ორ აფეთქებას სულ ცოტა შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ საღამოს ხანაშინის რაიონში ნაღმზე აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერთი ოჯახის ოთხი წევრი და მძღოლი. ყველა დაიღუპა. რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შაჰ მუჰამად-მირმა აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბებს დააკისრა. წუხელვე მუსა ღალის რაიონში აფეთქებას ემსხვერპლა ორი პოლიციელი. ბომბი აფეთქდა გზაზე, რომელზეც მათი საპატრულო ავტომანქანა მოძრაობდა.
XS
SM
MD
LG