Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ომის ვეტერან ამერიკელ სამხედროს ბრალად ედება ამერიკელი სნაიპერის მკვლელობა


ერაყის ომის 25 წლის ვეტერან ედი რეი რაუთს ბრალად ედება ამერიკელი სნაიპერის - 38 წლის ქრის კაილის მკვლელობა. რაუთი შაბათს, ტეხასში, დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ქრის კაილი და კიდევ ერთი პირი მოკლა. აშშ სამხედრო უწყება ადასტურებს, რომ საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპრალი რაუთი 2007 წელს - ერაყში, 2010 წელს კი ჰაიტიზე მსახურობდა. მკვლელობების მოტივი უცნობია. 38 წლის ქრის კაილი ერაყში მსახურობდა. 2012 წელს მან დაწერა ბესტსელერი ”ამერიკელი სნაიპერი”. ცნობილია, რომ კაილიმ სნაიპერობისას 150 ადამიანი მოკლა. მან თავის დროზე თქვა, რომ ერაყელებმა მეტსახელად ”სატანა” შეარქვეს და მის პოვნაზე 20000 დოლარი დააწესეს.
XS
SM
MD
LG