Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი მიმდინარე წელს ეკონომიკის 7,5%-ით ზრდას გეგმავს


ჩინეთი აპირებს მიაღწიოს ეკონომიკურ სტაბილურობას და მიმდინარე წელს 7.5%-ით ზრდას. პრემიერ-მინისტრმა ვენ ძიაბაომ ორშაბათს პარლამენტს გააცნო მთავრობის გეგმა. მისი განცხადებით, მთავრობა არ აპირებს ეკონომიკური ზრდის მიღწევას ყველაფრის ფასად, არამედ პრიორიტეტული იქნება სოციალური პროგრამები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა დაბინძურებისგან. ჩინეთის მთავრობა აგრეთვე გეგმავს სამხედრო ხარჯების გაზრდას 10,7%-ით. პარლამენტი სესიის დასრულებისას, 17 მარტს დაამტკიცებს მთავრობის მიერ წარდგენილ ანგარიშსა და ქვეყნის ბიუჯეტს, აგრეთვე - ქვეყნის ახლადდანიშნულ ლიდერებს.
XS
SM
MD
LG