ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთიდან საბერძნეთში ნავთობსადენის გაყვანის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას. პარლამენტარების უმრავლესობა მიემხრო მთავრობის წინადადებას 2007 წელს ხელმოწერილი კონტრაქტიდან გამოსვლის შესახებ. ამ კონტრაქტით, 280-კილომეტრიანი მილსადენით რუსეთის და კასპიის ზღვის ნავთობი უნდა გადაიქაჩოს ბულგარეთის საპორტო ქალაქ ბურგასიდან საბერძნეთის მდებარე ალექსანდრუპოლისში, ამასთან, გვერდი აუაროს ბოსფორის სრუტეს, რომელსაც თურქეთი აკონტროლებს. ბულგარეთის მთავრობის შეფასებით, პროექტი, რომელიც 2 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული, ვერ განხორციელდება 2007 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის პირობებით. ბულგარეთმა შარშან შესთავაზა რუსეთსა და საბერძნეთს კონტრაქტის გაუქმება და განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ცალმხრივი წესით იტყოდა მასზე უარს.
ყველაზე პოპულარული
1