Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი ეწინააღმდეგება ჰამიდ კარზაის განცხადებას


ავღანეთში აშშ–ის ჯარის სარდალი ეწინააღმდეგება ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ძალები სარგებელს ნახულობენ "თალიბანის" თავდასხმებით. გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალებმა "ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა ბოლო 12 წლის განმავლობაში" და ვერავინ იფიქრებს, რომ "ძალადობა და არასტაბილურობა" მათთვის სარგებლის მომტანია. ავღანეთის პრეზიდენტმა "თალიბანის" მიერ განხორციელებული ბოლო ორი თავდახსმის შემდეგ განაცხადა, რომ "თალიბანის" ასეთის მოქმედებები ეხმარება ვაშინგტონს ავღანელები მისი სამხედროების საჭიროებაში დაარწმუნოს. კარზაიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თალიბანი კატარში "ყოველდღე" მართავენ მოლაპარაკებებს. კარზაის განცხადებები დროში დაემთხვა ავღანეთში აშშ–ის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელის პირველ ვიზიტს, რომლის დროსაც ჰეიგელისა და კარზაის ერთობლივი პრესკონფერენციაც უნდა გამართულიყო, თუმცა, გაუქმდა, რაც აშშ–ის ხელისუფლებამ უსაფრთხოების არასაკმარისი პირობებით ახსნა.
XS
SM
MD
LG