Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პარლამენტმა პრეზიდენტად დაამტკიცა სი ძინპინი


ჩინეთის პარლამენტმა დღეს პრეზიდენტად დაამტკიცა სი ძინპინი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 2 952-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო ერთი, სამმა თავი შეიკავა. კენჭისყრის შედეგის საფუძველზე, განცხადება გააკეთა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრმა, ლიუ იუნშანმა: „ვაცხადებ, რომ სი ძინპინი არჩეულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტად“. სი ძინპინმა ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში დაიკავა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარისა და სამხედრო ძალების მთავარსარდლის პოზიციები, ახლა კი პრეზიდენტის პოსტზეც შეცვალა წინამორბედი ჰუ ძინტაო. ბოლოხანს ჩინეთში 10 წელიწადში ერთხელ იცვლება ქვეყნის ლიდერთა ჯგუფი.
XS
SM
MD
LG