Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში გაიმართა ახალი პაპის საინაუგურაციო მესა


რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალურად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე დღეს ჩატარდა ახალი პაპის საინაუგურაცია მესა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. ცერემონიის მსვლელობაში, ფრანცისკეს გადასცეს პაპობის სიმბოლოდ მიჩნეული ბეჭედი და მოსასახამი. პაპის ინტრონიზაციაზე დამსწრე ლიდერებს შორის იყვნენ პაპის მშობლიური ქვეყნის, არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა კირხნერი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ცერემონიას დაესწრო კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც. ეკლესიაში 1054 წლის სქიზმის შემდეგ პირველად მოხდა, რომ პაპის საინაუგურაციო მესას დაესწრო მართლმადიდებელი ქრისტიანების ლიდერი.
XS
SM
MD
LG