Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი არ თვლის საჭიროდ სარეიტინგო კენჭისყრას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია. ამის თაობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში გააკეთა განცხადება და ოპოზიციას მოუწოდა, მოიქცეს ისე, როგორც სურს. "სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია. თუ უნდათ, ხმა მისცენ, თუ უნდათ, არ მისცენ. ისინი თავის პარტიას და თავის სახეს აჩვენებენ მხოლოდ. მათთვის არავის მოუთხოვნია ხმები, მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ და არ სჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება. მე ამისაც კი მერიდება, რომ გამოვედი და სახნავებს ვუყურებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩატარდება, უმცირესობა არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
XS
SM
MD
LG