Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს


პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე კახეთში დააკავეს, რისი მიზეზიც პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით ვაჩნაძე პოლიციის პატრულმა ლაგოდეხის რაიონში საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციას არ დაემორჩილა, რისთვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს. პოლიციის შეურაცხყოფის ბრალდებით მელორ ვაჩნაძე 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი დაპირისპირების დროსაც დააპატიმრეს, თუმცა, სასამართლომ იგი ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 100 ლარის გადახდა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის თქმით, დაკავებული მელორ ვაჩნაძე ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG