Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ინტერნეტის მუშაობა განახლდა


სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ და აშშ-ი არსებულმა ფირმებმა, რომლებიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე დაკვირვებას აწარმოებენ, განაცხადეს, რომ სირიაში ინტერნეტის მუშაობა აღდგა. დღეს ცოტა უფრო ადრე ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც გლობალურ ინტერნეტ-მოძრაობას აკვირდებიან - მათ შორის Google - აცხადებდნენ, რომ ინტერნეტის გათიშვის პროცესი სამშაბათს საღამოს დაიწყო. ექსპერტების თქმით, თუკი ვინმე პასუხისმგებლობას არ იკისრებს, შეუძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია გათიშვა. სირიაში ინტერნეტი ორი დღის განმავლობაში შემოდგომაზეც იყო გათიშული. სამშაბათს უფრო ადრე სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, სირიას შეუძლია დაუპირისპირდეს „ისრაელის აგრესიასო“. ასადმა ეს განცხადება დამასკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
XS
SM
MD
LG