Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ოთარ მეღვინეთუხუცესი


81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. მსახიობი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს სხვა ბევრი პრემია. კარიერის მანძილზე მეღვინეთუხუცესმა ბევრი ცნობილი როლი შექმნა, განსაკუთრებული აღიარება კი მას მოუტანა ფილმ „დათა თუთაშხიაში“ მთავარი გმირის განსახიერებამ. შაბათს მსახიობს დაასვენებენ მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და ოჯახთან შეთანხმებით, ოთარ მეღვინეთუხუცესს კვირას, 12 მაისს დაკრძალავენ საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
XS
SM
MD
LG