Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე ევროსაბჭოს გავლენის განმტკიცების საკითხები განიხილება სტრასბურგში, სადაც დღეს გაიხსნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 123-ე სესია. მასში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის ოკუპაციის პრობლემაზე. 15 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, ევროსაბჭო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყანაში არსებული კონფლიქტები მინისტრთა კომიტეტის ყოველკვირეულ დღის წესრიგშია. იაგლანდმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივანი განაგრძობს საქართველოში კონფლიქტების შესახებ კონსოლიდირებული მოხსენების წელიწადში ორჯერ წარდგენის პრაქტიკას და ახალ ანგარიშს უახლოეს ხანში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG