Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ პირობით მსჯავრი შეუფარდა პარლამენტის ორი წევრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 8 თვით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა პარლამენტის წევრების ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულ გელა მამალაძესა და ნიკა არაბულს. ისინი 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის გამოსვლამდე მომხდარი ინციდენტების შემდეგ დააკავეს და სასამართლოს მიერ აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდათ შეფარდებული. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მამალაძის და არაბულის ადვოკატები ბრალდებულთა დაჯარიმებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ორივე პირს პირობით მსჯავრი შეუფარდა.
XS
SM
MD
LG