Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა


ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ დანიარ უსენოვს დაუსწრებლად მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა. ბიშკეკში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ განკარგვაში 2007 წელს, როცა ის ბიშკეკის მერი იყო. უსენოვი 2009 წელს დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ის ემიგრაციაში წავიდა 2010 წლის აპრილში, ანტისამთავრობო გამოსვლების და ყირგიზეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დამხობის შემდეგ. უსენოვის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG