Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტიდან მორიგი მსხვერპლის თაობაზე იტყობინებიან


ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის უწყების წარმომადგენელთა ცნობით სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა წუხელ ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებისა და მოწინააღმდგეების შეტაკების დროს. ძალადობა კაიროსა და კიდევ ორ ქალაქში ორშაბათ ღამით დაიწყო და სამშაბათამდე გრძელდებოდა. რამდენიმე დაღუპულისა და დასახიჩრებულის შესახებ ინფორმაცია უკვე ორშაბათსვე გავრცელდა. მოჰამედ მურსის მომხრეები განაგრძობენ ქუჩის საპროტესტო აქციების სამხედროების მიერ 3 ივლისს დამხობილი პრეზიდენტის დაბრუნების მოთხოვნით. მურსი გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ უცნობ სამხედრო ობიექტზე ჰყავთ გადამალული, როგორც სამხედრო ხელმძღვანელობა ამბობს, მისივე უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე.
XS
SM
MD
LG