Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას


ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქებისას. საქართველოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მანქანაში გაზის ჩატუმბვის დროს მოხდა. დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილზე მობილიზებულ იქნა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მუშაობას შეუდგნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
XS
SM
MD
LG