Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ქალაქის პარკის გაუქმების გამო საპროტესტო გამოსვლა მოეწყო


რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, რამდენიმე ათეული პირი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, რომლის მონაწილები დედაქალაქ სკოპიეში ერთი პატარა პარკის გაუქმების წინააღმდეგ იბრძვიან. კვირა საღამოს საპროტესტო გამოსვლისკენ მოწოდება გაისმა, როცა მუშებმა, პოლიციის მხარდაჭერით დაიწყეს ეგრეთწოდებული, „ბრისტოლ პარკის“ აღება. პარკს ეს სახელი იქვე მდებარე სასტუმროს გამო ჰქვია. პოლიციამ ასევე დაარბია კარვების პატარა ბანაკი, რომელიც ორი სხვადასხვა ჯგუფის აქტივისტებმა გაშალეს. დემონსტრაციების მონაწილები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, გაერთიანდნენ მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, აშენდეს ადმინისტრაციული შენობები პარკის ნაცვლად.
XS
SM
MD
LG