Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი იზრდება


22-მდე გაიზარდა ხუთშაბათს ბეირუთის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი. ჰიზბოლამ მომხდარში დაადანაშაულა სუნიტი რადიკალები. ბოლო მონაცემები ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გამოაქვეყნა. ამასთან გრძელდება დაღუპულთა ამოცნობა. აფეთქება ხუთშაბათს ბეირუთის სამხრეთში იმ ხალხმრავალ რაიონში მოხდა, რომელიც შიიტური ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰიზბოლას“ საყრდენად ითვლება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს „ჰიზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ბეირუთში მომხდარი ინცინდენტები მზარდ შეშფოთებას იწვევს, რომ მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა ლიბანის ტერიტორიაზეც გავრცელდეს.
XS
SM
MD
LG