Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვპიტეში "მუსლიმთა საძმოს" ლიდერი დააკავეს


სამშაბათს დილით ეგვიპტეში „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი მუჰამედ ბადი დააკავეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, 70 წლის ბადი უშიშროების ძალებმა კაიროში დააპატიმრეს. მას ჯერ კიდევ ივლისში წაუყენეს ბრალი ძალადობის ხელშეწყობისთვის. ორშაბათს ეგვიპტის სახელმწიფო ბრალმდებელმა ყოფილ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ახალი ბრალდებები წაუყენა, მათ შორის - ძალადობის ხელშეწყობაში. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის კიდევ ერთ ყოფილ ლიდერს ჰოსნი მუბარაკს სასამართლომ კორუფციის ბრალდება მოუხსნა. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მურსის გათავისუფლებას მოითხოვს. აშშ კი ეგვიპტის მმართველობას მოუწოდებს - არ აკრძალოს „მუსლიმთა საძმო“.
XS
SM
MD
LG