Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროება ვარაუდობს, რომ სუნჟის ტერაქტის უკან დოკუ უმაროვის მებრძოლები დგანან


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩეჩნეთის განყოფილების უფროსის ანდრეი სერეჟნიკოვის თანახმად, ორშაბათს ჩეჩნეთის სუნჟის რაიონში მომხდარი ტერაქტის უკან დგანან ექსტრემისტები, რომლებსაც დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს. 16 სექტემბერს ჩეჩნეთში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, დაიჭრა ოთხი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც სუნჟის პოლიციის რაიონულ განყოფილებასთან იდგა.
XS
SM
MD
LG