Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის მონიშვნის პროცესი


სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები შეაჩერეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ტერიტორიიდან გატანილია რკინის კონსტრუქციები. ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და რუსეთისადმი მოწოდებებს უკავშირებს, თუმცა შიშობს, რომ ე.წ. საზღვრის მონიშვნის პროცესი გაგრძელდება. სექტემბერში რუსულმა ძალებმა ე.წ. საზღვრის დემარკაცია შეწყვიტეს სოფელ დიცთან, სადაც თითქმის სამი კვირაა აღარ გამოჩენილან.
XS
SM
MD
LG