Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ


საქართველოს ხელისუფლებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ "ახალი მემარჯვენეები," პარტია "თავისუფალი საქართველო," ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ”ქართული დასი.” მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რუსეთის საოკუპაციო ჯარები განაგრძობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრას, მოსახლეობა მუდმივი შიშის და ტერორის ქვეშ იმყოფება და მთავრობისგან მიტოვებულია.” 4 პოლიტიკური პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბუნებრივია, არ შესწევს ძალა სრულად შეაჩეროს ოკუპაცია, თუმცა მთავრობის და პირადად პრემიერ-მინისტრის განცხადებები არაადეკვატურია. "ახალი მემარჯვენეების," პარტია "თავისუფალი საქართველოს," ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და ”ქართული დასის” შეფასებითვე, საქმეს არ შველის იმის მტკიცება, რომ ამ პროცესით რუსეთი საკუთარ თავს ვნებს და არც პასუხისმგებლობის გადატანა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებაზე, "რომლის დანაშაულებრივი საქმიანობა, ისედაც ყველასთვის ნათელია". 4 პარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგას შექმნილი ვითარების ადეკვატური ნაბიჯები.
XS
SM
MD
LG