Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის საელჩო მავთულხლართების გავლების გამო შეშფოთებულია


საქართველოში იაპონიის საელჩო საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებისა და ღობეების გავლებით შეშფოთებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საელჩოდან აცნობეს , იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "ჩვენ შეშფოთებით ვუყურებთ ამჟამინდელი მდგომარეობის ფიქსაციის მცდელობას, კერძოდ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლებით, მიწაყრილების მოწყობითა და სხვა ქმედებებით. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის ყველა მხარესთან ერთად მუშაობას აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ფიქრობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ხელშემშლელი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული", - ნათქვამია იაპონიის საელჩოს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG