Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია განაგრძობს ოფიციალურ ვიზიტს საფრანგეთში


საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დღეს ირაკლი ალასანია შეიარაღების გენერალურ დირექტორატში იმყოფებოდა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა საფრანგეთის პარლამენტის წევრებსაც, რომლებსაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების გამო. შეხვედრისას განხილული იყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების საკითხიც. ირაკლი ალასანიამ ფრანგ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერისთვის. პარიზში ვიზიტისას, რომელიც 9 ნოემბერს დასრულდება, ირაკლი ალასანია შეხვდება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს.
XS
SM
MD
LG