Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში წინასაარჩევნო დებატები გაიმართა


ავღანეთში 5 აპრილს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებზე რეგისტრირებული 11 კანდიდატიდან ოთხმა მიიღო მონაწილეობა დებატებში, რომელსაც ერთობლივად უმასპინძლეს სახელმწიფო მაუწყებელმა და რადიო თავისუფლების ავღანურმა რედაქციამ. კანდიდატებმა საკითხების სპექტრი განიხილეს, მათ შორის თალიბანთან მოლაპარაკების შესაძლო ფორმები და ქალებიც უფლებების დაცვის მექანიზმები. ყოფილმა პარლამენტარმა, დაუდ სულთანზოიმ პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში თალიბანთან მოლაპარაკებას გამართავს, ქვეყანაში სტაბილური ვითარების განმტკიცების მიზნით. მისი თქმით, „ხალხსა და მთავრობას შორის დისტანცია დესტაბილიზაციის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია“. ყოფილმა გუბერნატორმა, გიულ აღა შერზაიმ თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მიზნით შექმნის „ნეიტრალური“ ფიგურებისგან შემდგარ საბჭოს, რომელშიც შევლენ რელიგიის საკითხებში განსწავლული პირები, ინტელექტუალები და თემთა ლიდერები. დებატების მეორე ნაწილი კვირას გაიმართება.
XS
SM
MD
LG