საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რეგულირდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - გამგებლებისა და მერების - არჩევის წესი, ასევე კანდიდატების წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მმართველი კოალიციის ლიდერის ინიციატივით, ცვლილებათა პროექტში შევიდა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა, გამგებლებისა და მერების ასარჩევად შემოღებული იქნეს 50%-იანი ბარიერი.
საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ცვლილებათა პროექტზე ორი თვე იმუშავა. ჯგუფის ხელმძღვანელის ზვიად ძიძიგურის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კანონმდებლობის დახვეწის, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით: 50 პროცენტამდე გაიზარდა მერისა და გამგებლის ასარჩევად საჭირო მინიმალური ზღვარი. ამასთან, შეიცვალა როგორც პროპორციული წესით ასარჩევი საკრებულოს წევრების რაოდენობა, ასევე ბარიერი, რომელიც 5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე შემცირდა:
„დღეს მოქმედ კანონმდებლობაში პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრების რაოდენობა იყო 10. ცვლილების მიხედვით, გაიზრდება 15-მდე. ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1000-მდე მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრია, 600-ზე მეტი - პროპორციული წესით არჩეული. 10-დან 15-მდე გაზრდის შემთხვევაში, ეს მონაცემები (მაჟორიტარებისა და პროპორციული წესით არჩეულთა რაოდენობა) პრაქტიკულად გათანაბრდება“.
ზვიად ძიძიგურის თქმით, კანონპროექტის შესაბამისად, შეიცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების არჩევნებში მონაწილეობის წესი, რომელიც გამორიცხავს დისლოკაციის მიხედვით სპეცუბნების შექმნასა და საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის შეცვლას. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს 3 პროცენტიანი ბარიერის გადამლახავი პარტიებისათვის, კომპენსაციის სახით, 500 ათასი ლარის გამოყოფას და პარტიათა წარმომადგენლების დაფინანსების წესის შეცვლას: არაკვალიფიციური სუბექტების გაერთიანების შემთხვევაში, თუკი მათი ჯამური შედეგი 2 პროცენტზე მეტი იქნება, ამ პარტიათა წარმომადგენლები, ისევე როგორც კვალიფიციური სუბიექტებისა, დაფინანსდებიან ბიუჯეტიდან. ზვიად ძიძიგურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომელიც მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს უწესებს შეზღუდვას:
„მკაფიოდ არის განსაზღვრული წარმოდგენილ კანონპროექტში, რომ ადამიანი, რომელიც კენჭს იყრის კონკრეტულ მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობაზე, მას არ აქვს უფლება, რომ, ამავე დროს, წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - წევრობის კანდიდატიც იყოს“.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები რადიკალურად გააუმჯობესებს საარჩევნო კანონმდებლობას. დავით ბერძენიშვილის თქმით, ასევე ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს არჩევნების ჩატარების პრაქტიკაც, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა:
„ცუდი პრაქტიკა და არასრულყოფილი კანონი გქონდათ. ახლა გვაქვს ძალიან კარგი კანონი. საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ ძალიან სუფთად თქვენი ცუდი სიებით. ახლა კი „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“ - ამგვარი პრინციპის უზრუნველყოფას ვაკეთებთ თვითმმართველობის არჩევნებში. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სიებით მივიღებთ კარგ არჩევნებს და ასეთივე იქნება შეფასება ქვეყნის შიგნით და გარეთ“.
საპარლამენტო უმრავლესობის ამ განწყობას არ იზიარებს უმცირესობა, რომლის მტკიცებითაც, არჩევნების მოახლოების პარალელურად, პოლიციამ და პროკურატურამ გააძლიერა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ლიდერების დევნა-დაპატიმრება. სწორედ ამ გარემოების გამო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, ამბობს, აზრი არ აქვს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობის მიღებას:
„როგორც ჩანს, მთავარი არ არის საკანონმდებლო პროცესი და ის ნორმები, რომელიც შეიძლება კარგად დაიწეროს და კარგად გამოჩნდეს - ეს ყველაფერი არ არის გადამწყვეტი არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა გამგებლობის კანდიდატების ხელოვნურად ჩამოცილება ხდება საარჩევნო პროცესიდან. როგორც კი სახელდებიან სავარაუდო კანდიდატებად, მათ წინააღმდეგ იწყება სისხლის სამართლის დევნა და წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ეს არის პრობლემა. ამის გამო, როგორი ჩანაწერი იქნება ბარიერთან დაკავშირებით, აზრი არ აქვს“.
კიდევ უფრო კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ საპარლამენტო უმცირესობის სხვა წარმომადგენლებს. განსაკუთრებით აქტიურობდა აკაკი ბობოხიძე, რომლის პოლემიკა გიორგი ცაგარეიშვილთან ლამის ჩხუბში გადაიზარდა. ვითარების განსამუხტად პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილმა ცვლილებებმა კმაყოფილი ვერც არასაპარლამენტო ოპოზიცია დატოვა, რადგან მათი ხუთი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა - მერისა და გამგებლის არჩევისათვის 50 პროცენტიანი ზღვარი დაწესდა.
„50 პროცენტიანი ბარიერი ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის მიღწევა და ამას ნურავინ დაგვამადლის. მინდა შევპირდე იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება, კიდევ გადმოვაგდებინებთ ხელისუფლებას ბარტყებს და მივაღებინებთ ნორმალურ საარჩევნო კანონმდებლობას“, - განუცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხს.
კახა კუკავას თქმით, ხელისუფლებამ ასევე უნდა შეცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციათა ფორმირების წესი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას ანიჭებს უპირატესობას; ასევე, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით უნდა შეიქმნას თანაბარზომიერი საარჩევნო ოლქები, ხოლო, არჩევნების გაყალბების გამოსარიცხად, ამომრჩეველთა სიების ფორმირება ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე უნდა მოხდეს.

იცუდი პრაქტიკა და არასრულყოფილი კანონი გქონდათ. ახლა გვაქვს ძალიან კარგი კანონი. საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ ძალიან სუფთად თქვენი ცუდი სიებით. ახლა კი „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“ - ამგვარი პრინციპის უზრუნველყოფას ვაკეთებთ თვითმმართველობის არჩევნებში...დავით ბერძენიშვილ