Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალმა მთავრობამ გადააყენა სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური


უკრაინის ახალმა მთავრობამ თანამდებობიდან გადააყენა სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური დენის ბერეზოვსკი და მას სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენა მას მერე, რაც მან თავისი შტაბი დათმო სევასტოპოლში. კიევის მთავრობამ ბერეზოვსკი შაბათს დანიშნა თანამდებობაზე. კვირას რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა, როგორ შეჰფიცა ბერეზოვსკიმ ერთგულება სერგეი აქსიონოვს, პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსს, რომელიც ყირიმის რეგიონულმა პარლამენტმა ახლახან აირჩია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად. აქსიონოვმა, რომელსაც კიევი არ ცნობს, გამოაცხადა, რომ მან ყირიმში უკრაინის საზღვაო ძალებს გასცა განკარგულება, არ დაემორჩილონ კიევის ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებებს.
XS
SM
MD
LG