Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით


ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს და ყველა სხვა მოკავშირეს, რომელსაც შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს უკრაინაში არსებული კრიზისი. ამასთან დადასტურდა ცნობა, რომ ოთხშაბათს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. პოლონეთმა ნატოს ატლანტიკური საბჭოს შეკრება მოითხოვა ალიანსის წესდების მეოთხე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ნატოს წევრების კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი შიშობს, რომ საფრთხე ემუქრება მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას. ნატოს ელჩი მხარდაჭერას უცხადებენ საერთაშორისო ძალისხმევას კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად და ინარჩუნებენ ყველა არხს რუსეთთან დიალოგის საწარმოებლად.
XS
SM
MD
LG