Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სასამართლომ გააუქმა იუთუბის აკრძალვა


თურქეთში სასამართლომ გააუქმა აკრძალვა, რომელიც ვიდეოს გამავრცელებელ ინტერნეტსაიტს, იუთუბს ჰქონდა დაწესებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი საიტისთვის დაწესებული აკრძალვა ზედმეტად ზოგადი იყო. თუმცა ანკარაში განთავსებულმა სასამართლომ ძალაში დატოვა საიტზე ატვირთული იმ 15 ვიდეოს აკრძალვა, რომლებსაც თურქეთის კანონებთან წინააღმდეგობაში მყოფად მიიჩნევენ. იუთუბის ბლოკირების ბრძანება გასულ თვეში გასცა პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავრობამ - მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომლებიც თითქოს ასახავდა მთავრობის, არმიის და დაზვერვის მაღალჩინოსნების საუბრებს სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედების შესახებ. პარასკევს უფრო ადრე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა სხვა საიტისთვის, ტვიტერისთვის დაწესებული აკრძალვა. ტვიტერის დაშვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ერდოანი - განაცხადა, „სასამართლოს ბრძანებას შევასრულებთ, თუმცა არ ვეთანხმებითო“. მთავრობამ ტვიტერი ორი კვირის წინ აკრძალა - მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს მასალები, რომლებიც თითქოს მთავრობაში კორუფციას ასახავდა.
XS
SM
MD
LG