Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დატყვევებული ეუთოს სამხედრო ინსპექტორები ჟურნალისტებს უჩვენეს


პრორუსული ძალების მიერ დატყვევებული ეუთოს სამხედრო ინსპექტორები უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქ სკლავიანსკში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეახვედრეს. „ჩვენ მერ, ვიაჩესლავ პონომარიოვის სტუმრები ვართა და ვიცით, რომ გაგვათავისუფლებენ“, - უთხრა ერთ-ერთმა გერმანელმა ინსპექტორმა ჟურნალისტებს. პრორუსული ძალების მიერ დატყვევებული საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არიან დიპლომატიური სტატუსის მქონე ინსპექტორები, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღებისა და ტექნიკის კონტროლს და არავითარ სადაზვერვო მოწყობილობებს არ იყენებენ. პოლკოვნიკმა აკსელ შაიდერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დაკავებული ინსტრუქტორების ჯგუფი არის „პოლიტიკური ინსტრუმენტი“, რომელსაც სლავიანსკის მერი ვიაჩესლავ პონომარიოვი საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად იყენებს.
XS
SM
MD
LG