Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთს გაზის ვალს გადაუხდის, გაიაფების შემთხვევაში


უკრაინა პირობას დებს, რომ 2,2 მილიარდი დოლარის ვალს გადაუხდის რუსეთს, თუ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ თანახმა იქნება უკრაინისათვის გაზის გაიაფებაზე - 1000 კუბურ მეტრში 485 დოლარის ნაცვლად 268,5 დოლარის მოთხოვნაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა 28 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კიევმა უკვე გაუგზავნა ასეთი წინადადება „გაზპრომს“. იაცენიუკმა თქვა ასევე, რომ უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზმა“ მოამზადა დოკუმენტები, რათა „გაზპრომს“ უჩივლოს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში "გაზპრომმა" უკრაინას გაზი გაუძვირა. ასევე ორშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს ხდის სლოვაკეთიდან უკრაინაში წელიწადში 10 მლნ კუბური მეტრი გაზის გაგზავნას.
XS
SM
MD
LG