Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეა


ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეა. თითქმის ერთი წლის წინ სამხედრო ამბოხების შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი, რასაც წინ უძღოდა მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. ის, ვინც ერთი წლის წინ ამბოხებას ედგა სათავეში - ყოფილი გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, დღეს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია. სისის მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავს - მემარცხენე პოლიტიკოსი ჰამდინ საბაჰი. არჩევნები ეგვიპტეში ეკონომიკის სტაგნაციისა და ისლამისტთა მხრიდან ძალადობის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. სისის მომხრეები ამბობენ, რომ ეგვიპტეს მისი სახით ძლიერი ლიდერი სჭირდება. ოპონენტები მას მურსის ასობით მხარდამჭერის დახოცვასა და ათასობით პირის დაპატიმრებაში ადანაშაულებენ. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მონაცემებით, ეგვიპტის ციხეებში პოლიტიკური დისიდენტებისა და ისლამისტების რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG