Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა რვაკაციან დელეგაციას გზავნის უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე


თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაცის ცერემონიალზე დასასწრებად კიევში გზავნის რვაკაციან დელაგაციას. მას უხელმძღვანელებს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. დელეგაციის შემადგენლობაში კი იქნებიან: ვიქტორია ნულანდი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ქრის მერფი - დემოკრატი სენატორი კონექტიკუტის შტატიდან, ჯონ მაკკეინი - რესპუბლიკელი სენატორი არიზონიდან, რონ ჯონსონი - რესპუბლიკელი სენატორი ვისკონსინიდან. დელეგაციაში იქნებიან აგრეთვე: კონგრესის წევრი - მარშა კაპტური, ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელი - დენიელ ბაერი და აშშ-ის ელჩი უკრაინაში - ჯეფრი პიატი. ბარაკ ობამა 4 ივნისს ვარშავაში შეხვდა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.
XS
SM
MD
LG