უკრაინის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა: „კმარა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! ომი უნდა დამთავრდეს. ბანდიტებისა და სეპარატისტების მხარდაჭერა უნდა დამთავრდეს. თქვენ უნდა შეწყვიტოთ დიადი რუსეთის შენება უკრაინის ხარჯზე. უკრაინა დარჩება, დიადი რუსეთი კი ვერ შეიქმნება“, - განაცხადა იაცენიუკმა. უკრაინა თავისი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს რუსეთს. კიევში დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა გუშინ საღამოს რაკეტა ესროლა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს. ლისენკოს თქმით, „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავის პილოტმა, რომელიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდა უკრაინის ტერიტორიაზე, კატაპულტირება შეძლო და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ყველაზე პოპულარული
1