Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პოლიციამ სირიასა და ერაყში ბრძოლაში ეჭვმიტანილები დააკავა


კოსოვოს პოლიციამ დააკავა 40 ადგილობრივი ალბანელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, რომ შეუერთდნენ ისლამისტურ რადიკალურ დაჯგუფებას და საბრძოლო მოქმედებში იღებდნენ მონაწილეობას სირისაა და ერაყში. პოლიციის წარმომადგენელმა, ბაკი კელანიმ უთხრა ჩვენს რადიოს, რომ 11 აგვისტოს კოსოვოს მასშტაბით 60 ობიექტში მოეწყო რეიდი, და რომ ოპერაცია გრძელდება. მიკვლეულია იარაღი, ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი მოწყობილობა. ოფიციალური ინფორმაციით, ასიდან ორასამდე კოსოვოელი ალბანელი მონაწილეობდა ერაყსა და სირიაში ბრძოლებში ექსტრემისტების მხარეზე. ერაყსა და სირიაში 16 კოსოვოელი იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG