Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი რუსეთს დახმარებას სთავაზობს


ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვან ი აცხადებს, რომ პეკინი მზად არის, რუსეთს დაეხმაროს ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში. დოლართან მიმართებით რუსული რუბლი წელს 45 პროცენტით დაეცა - განსაკუთრებით მკვეთრად გაუფასურდა გასული კვირის დასაწყისში. მაგრამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვითარებას არ მიიჩნევს კრიზისულად და აცხადებს, რომ რუბლის კურსი კვლავ აიწევს. ჩინელი მინისტრის თქმით, „თუ რუსულ მხარეს სჭირდება“, პეკინი მას სათანადო მხარდაჭერას გაუწევს. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ოფიციალურ გაზეთ „ჩაინა დეილის“ ინფორმაციით, რომელიც მან 22 დეკემბერს დაბეჭდა, რუსეთს აქვს „სიბრძნე“ სირთულეებისათვის თავის დასაღწევად.

XS
SM
MD
LG