აზერბაიჯანი სასამართლომ ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო ჟურნალისტი სეიმურ ჰეზი და მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰეზი მთავრობისადმი კრიტიკული გაზეთის, „აზატლიკის“ კორესპონდენტია, ტელეწამყვანი და ოპოზიციურ პარტია „სახალხო ფრონტის“ წევრი. ის შარშან აგვისტოში დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით. ჰეგის მამის, მესგულ ჰეზის აზრით, სასამართლომ „უბრალოდ შეასრულა პოლიტიკურად მოტივირებული დაკვეთა“. მსჯავრდებულის ადვოკატი, ადილ ისმაილოვი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 2011 წელს ჟურნალისტი მოიტაცეს და სცემეს დაუდგენელმა პირებმა, რომლებმაც ის გააფრთხილეს, შეეწყვიტა ოპოზიციური საქმიანობა. 29 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ განვლილი წლის განმავლობაში გააძლიერა ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები, რისც შედეგადაც „დრამატულად“ გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ისედაც ცუდი მდგომარეობა.
ყველაზე პოპულარული
1