Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთიდან იუწყებიან საპრეზიდენტო არჩევნებზე ელექტორატის აქტიურობის შესახებ


უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ცნობით, ელექტორატის 85%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა 29 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში. კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით 17 საათზე აღრიცხული იყო ელექტორატის 85,2%-ის მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც წინასწარვე ნათელია, რომ მორიგ გამარჯვებას მოუტანს მოქმედ პრეზიდენტს, 77 წლის ისლამ ქარიმოვს. ეს ნიშნავს, რომ ის მეოთხე ვადით დარჩება უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, რაც მრავალწლიანი მმართველობის განმავლობაში, ფაქტიურად, მოუსპო არსებობის საშუალება ოპოზიციას. წინა, 2007 წლის არჩევნებში ქარიმოვმა ხმების 91%-ით გაიმარჯვა.

XS
SM
MD
LG