Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის პარლამენტმა სადაზვერვო სამსახურებს დამატებითი უფლებამოსილება მიანიჭა


კანადის პარლამენტმა ტერორიზმის საფრთხეებთან გამკლავების მიზნით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს დამატებითი უფლებამოსილება მიანიჭა. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება. ახალი კანონი კანადის სპეცსამსახურებს დამატებით უფლებებს ანიჭებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, იმისათვის, რომ გამარტივდეს ეჭვმიტანილების დაკავების პროცესი. აღნიშნული კანონპროექტი მას შემდეგ შეიტანეს კანადის პარლამენტში, რაც გასული წლის ოქტომბერში დედაქალაქ ოტავაში თავდასხმა განახორციელეს შეიარაღებულმა ისლამისტებმა. მათ ნაციონალური ომის მემორიალთან მდგარი უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლეს და შემდეგ ცეცხლი გახსნეს პარლამენტის შენობაში.

XS
SM
MD
LG