Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სეიმი ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევს


ლატვიის სეიმის დეპუტატები დღეს ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ. ოთხი კანდიდატია ამ პოსტზე წარდგენილი:ორი - კოალიციური პარტიებიდან და ორიც - ოპოზიციიდან. მმართველი კოალიციის პარტიები მანამდე აპირებდნენ ერთი კანდიდატის წარდგენას, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. შედეგად „მწვანეთა“ და გლეხების კავშირმა პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად რაიმონდ ვეიონისი წარადგინა; ეროვნულმა გაერთიანებამ -„ყველაფერი ლატვიისთვის! - სამშობლოსა და თავისუფლებისთვის/მოძრაობა ლატვიის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის“ ევროსასამართლოს მოსამართლე ეგილს ლევიტსი. ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი, უმსხვილესი ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის - „სოგლასიეს“ კანდიდატია დეპუტატი სერგეი დოლგოპოლოვი. კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ - ლატვიის რეგიონების გაერთიანებამ თავისი ლიდერი, სეიმის დაპუტატი მარტინშ ბონდარსი წარადგინა. ლატვიის პრეზიდენტობისთვის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს სეიმის 100 წევრიდან სულ ცოტა 51-ის მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG