Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარებმა კვლავ კონტროლი დააწესეს ვაიაგალის ოლქზე


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ავღანეთის ჯარებმა კვლავ კონტროლი დააწესეს ვაიაგალის ოლქზე მას მერე, რაც ერთი დღით ადრე ოლქი თალიბანს ჩაუვარდა ხელში. როგორც ოლქის პროვინციული საბჭოს ხელმძღვანელი საიედულა ნურისტანი იტყობინება, ავღანეთის ჯარებმა ვაიგალი პარასკევს გვიან საღამოს დაიკავეს. თერთმეტი პოლიციელი დაიღუპა და 20 დაიჭრა შეტაკებაში, რომელმაც ერთ საათამდე გასტანა. თალიბანი უარყოფს ცნობებს, რომ ოლქი კვლავ სამთავრობო ჯარების ხელშია.

XS
SM
MD
LG