Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში დააკავეს 26 ივნისის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები


ტუნისი აცხადებს, რომ დააკავა 26 ივნისის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი პირები. დაკავებულების რიცხვს არ ასახელებენ. 26 ივნისს მოწყობილი ტერაქტი ტურისტების წინააღმდეგ იყო მიმართული. შეიარაღებულმა პირმა 38 ადამიანი მოკლა დედაქალაქ ტუნისის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალაქში. თავდასხმაზე პასუხისგმებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულ ტურისტებს შორის არის, სულ ცოტა, 18 ბრიტანელი და ვარაუდობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაიზრდება.

XS
SM
MD
LG